No title
* შენ თუ მეძებდი არ მახსოვს,
მე რომ გეძებდი ვიცი,
გენატრებოდი ? არ მახსოვს,
მენატრებოდი ვიცი. ..
შენ თუ ტიროდი არ მახსოვს
მე, რომ ვტიროდი ვიცი,
მართლა გიყვარდი ? არ მახსოვს,
მე, რომ მიყვარხარ ვიცი. ..
მივხვდი რომ არ ღირხარ
შენ ამდენ დარდად,
ასეთი სიყვარულიც
არაფერს არ ჰგავს...
თურმე სუყველა
ტყუილებს ხლართავს,
არავის დაჯერება
აღარ ღირს, არა....
შორს უნდა გაიქცე,
გაიქცე სადღაც..
იპოვო სიმშვიდე
უშველო თავსაც..
თორემ გაგაგიჟებს
ამდენი განცდა,
გული გეტკინება
არც წახვალ სხვასთან....